ელჩი - საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი - ჩვენი მხრივ, საკითხი ძალიან ნათელია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გელოდებით

საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს სურს,რომ საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა.

„როდესაც აქ თითქმის ორი წლის წინ ჩამოვედი, აეროპორტიდან გზაზე, ძველი თბილისი პირველად ვნახე. იქ ულამაზესი ძეგლია, „ქართლის დედის“ ქანდაკება, რომელსაც ცალ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში კი ღვინით სავსე თასი. მე ამიხსნეს, რომ ქართული ტრადიციის მიხედვით, ხმალი მტრებისთვისაა, ღვინო კი - მეგობრებისთვის.

ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება თქვენი მეგობარი და ვინ თქვენი მტერი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ აქ საქართველოსთვის ვართ. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ჩვენ აქ უკვე 16 წელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გვყავს, რომელიც დეესკალაციისთვის და ორი ოკუპირებული რეგიონის საკითხთან დაკავშირებით ყველაფერს აკეთებს. ჩვენ ქართულ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში, უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერით ვუჭერდით მხარს. თქვენ მონაცემები ნახეთ, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით 10-ჯერ მეტია. ჩვენ ქართული ინსტიტუტებისა და ქართული დემოკრატიის გასაძლიერებლად ყველა ინსტრუმენტს, გამოცდილებასა და ტრენინგს ვიყენებდით და ჩვენ აქ ვრჩებით.

საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი. ჩვენ საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში სრულად ვართ და გვსურს, რომ საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა და მოთმინებით ვართ, ამჟამად ჩვენი ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის. ოქტომბერში არჩევნები გაიმართება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება, საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველო და ქართველები თავად გადაწყვეტენ, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრები გახდნენ. ჩვენი მხრივ, საკითხი ძალიან ნათელია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გელოდებით“, - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.

პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ სახელმწიფოსთან როგორი ურთიერთობა სურთ. ასევე, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აკავშირებთ.

„რა თქმა უნდა, ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აქვს. ეს ურთიერთობა ვრცელდება არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ ბევრ სხვა სფეროზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, როგორც მსოფლიო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვან და შეუცვლელ პარტნიორს, მაგრამ ამავდროულად, ჩინეთის გავლენიდან გამომდინარე რისკების შემცირებას ვცდილობთ, რათა ჩვენი ეკონომიკა ჩინეთზე დამოკიდებული არ იყოს. საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ის, თუ რომელ სახელმწიფოსთან როგორი ურთიერთობა სურთ“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინკსიმ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს