ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები, აშშ ჩინეთთან ვაჭრობენ, ეს მათ სტრატეგიულ საკითხებში ჯდება და მითუმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ საკითხებში ორმაგად ჯდება - ორი აზრი არ არსებობს, ამ სივრცეებს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ

ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებულო შტატები ჩინეთთან ვაჭრობენ, ეს მათ სტრატეგიულ საკითხებში ჯდება და მითუმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ საკითხებში ორმაგად ჯდება - ორი აზრი არ არსებობს, ამ სივრცეებს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ვინმემ კი არ უნდა იეჭვიანოს, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ეკონომიკურ სივრცეებს ვავითარებთ, არამედ პირიქით, მხარი უნდა დაუჭირონ და პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, უფრო მეტად უნდა შეიტანონ წვლილი ამ პროცესში“.

„მაშინ როდესაც ევროკავშირი, დასავლური ქვეყნები, ამერიკის შეერთებულო შტატები ურთიერთობს ჩინეთთან, რომელსაც უზარმაზარი ეკონომიკური ბრუნვა აქვს მსოფლიო მასშტაბით, ლოგიკურია, რომ ჩვენი ინტერესიც არის ის, რასაც პარტნიორები აკეთებენ. პარტნიორები, ამ შემთხვევაში, ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები ვაჭრობენ ჩინეთთან. ეს მათ სტრატეგიულ საკითხებში ჯდება და მითუმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ საკითხებში ჯდება ორმაგად. ერთი, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ეს სივრცე გამოსაყენებელია და მეორე - თუკი შენი სტრატეგიული პარტნიორო ამბობს, რომ ის ურთიერთობს და თანამშრომლობს, ეს შენთვისაც არის მისაბაძი მაგალითი. ამიტომ აქ ორი აზრი არ არსებობს. ამ სივრცეებს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ," - განაცხადა ოხანაშვილმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა