მიხეილ სარჯველაძემ ბათუმში, დასაქმების ფორუმი გახსნა

ბათუმში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა 75-მა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს 2 000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს.

დასაქმების ფორუმი ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც მსგავსი ტიპის ფორუმები რეგულარულად იმართება.

„ფორუმზე 400-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. მათ დიდ ნაწილს კი კომპანიებმა, დასაქმება, ადგილზევე შესთავაზეს. სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კვალიფიკაციის შესაბამისად, შეერჩიათ სასურველი ვაკანსიები - ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან. სამუშაოს მაძიებლებმა, უშუალოდ დამსაქმებლისგან, მიიღეს ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე დაესწრო”, - ნათქვამია ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში