მარგუს ცაჰკნა - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი არ იქნება, თუკი მისი მთავრობა ქცევას არ შეიცვლის

პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი არის ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი არ იქნება, თუკი მისი მთავრობა ქცევას არ შეიცვლის, თუკი მისი მთავრობა უცხოელი აგენტების შესახებ კანონს არ გააუქმებს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

„იქნება დისკუსია საქართველოს მხარდამჭერი სხვადასხვა ფონდების შესახებ, იქნება დისკუსია შენგენის ვიზების აკრძალვის შესახებ მაღალი დონის თანამდებობის პირებისთვის, მრავალი სხვა ასპექტის შესახებ. ასე რომ, საქართველოსთან დაკავშირებით მდგომარეობა სერიოზულია და მთელი ეს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს