არჩილ თალაკვაძე - ჯერჯერობით ოპოზიცია პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს, არც ლიდერები ჰყავთ, არც პროგრამა აქვთ და არც რაიმე პრინციპებზე შეთანხმება შეუძლიათ

ჯერჯერობით ოპოზიცია პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს, არც ლიდერები ჰყავთ, არც პროგრამა აქვთ, არც რაიმე პრინციპებზე შეთანხმება შეუძლიათ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების გადაჯგუფებასთან დაკავშირებით.

როგორც „ქართული ოცნების” დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ოპოზიციაში მყოფი “უკიდურესად ჭრელი და ერთმანეთისგან დაშორებული, დაპირისპირებული ძალების სინთეზი შექმნას”.

„ჯერჯერობით ოპოზიცია პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს, არც ლიდერები ჰყავთ, არც პროგრამა აქვთ, არც რაიმე პრინციპებზე შეთანხმება შეუძლიათ. იმიტომ, რომ დიდი ნაწილი საერთოდ პრინციპებისგან შორს არის. სავარაუდოდ, კიდევ დიდი დრო დასჭირდებათ სანამ ამ სტატუსიდან გამოვლენ. არიან ძალები, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ შეაერთოს ოპოზიცია და უკიდურესად ჭრელი და ერთმანეთისგან დაშორებული, დაპირისპირებული ძალების სინთეზი შექმნას. ისინი წარსულში შეურაცხყოფით, ცილისწამებით, ღალატით არიან დაკავშირებულნი. ეს რამდენად გამოვა ვნახავთ, მაგრამ მოქალაქეებს რამდენად სურთ ასეთი რაღაც ნაცრისფერი ჯგუფი აირჩიოს, რომელშიც ყველა წარმომავლობის, ყველანაირი პოლიტიკური ბიოგრაფიის, გაურკვეველი მომავლის ხედვის მქონე პოლიტიკური პარტიები ერთიანდებიან, ამას არჩევნებში დავინახავთ.

ჩვენ არჩევნებში იმავე საარჩევნო ნომრით გამოვალთ, იმ პოლიტიკური გამოცდილებით, რომელიც გვაქვს. იმ მხარდაჭერით, რომელიც საზოგადოებისგან გვაქვს. ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაგვიწია, არც სიების ფორმირება”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე