საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩონში გაიხსნა გაერო-სა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სახელმწიფო სერვისების ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს წელს 50 ქვეყნის 1200-მდე წარმომადგენელი ესწრება.

ფორუმი გახსნეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნხუამ, გაერო-ს მერვე გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრმა ლი სანგ-მინმა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობენ გაერო-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მაღალი დონის წარმომადგენლები, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

“გაერო-ს ყოველწლიური ფორუმი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნებისთვის, რათა განიხილონ სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებული სიახლეები, გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები. საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ თემატურ სესიებში, ხოლო ფორუმის მიწურულს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი სიტყვით გამოვა მინისტრთა მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.

ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასქუა, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე დავით დევიძე, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძე, სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მარიამ ბრეგაძე.

აღსანიშნავია, რომ 2026 წელს სახელმწიფო სერვისების მსოფლიო ფორუმს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლებს, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. ეს ინიციატივა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გასულ წელს გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო