გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, 1.4 მილიარდი ევრო, უკრაინისთვის ხელმისაწვდომი ივლისში გახდება

ევროკავშირის ქვეყნები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე, ჯოზეფ ბორელმა ბლოკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ და პირველი ტრანში 1.4 მილიარდ ევროს შეადგენს.

”მინისტრები დღეს შეთანხმდნენ საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან ევროპის მშვიდობის ფონდის დაფინანსების საშუალებას იძლევა,” - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ამ თანხების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება „რაც შეიძლება სწრაფად“ დაიწყება.

„1.4 მილიარდი ევრო ხელმისაწვდომი მომავალ თვეში გახდება, კიდევ 1 მილიარდი კი - წლის ბოლომდე. ის უკრაინას სამი მიზნისთვის მიეწოდება - საჰაერო თავდაცვა, საბრძოლო მასალა, უკრაინული ინდუსტრიის მხარდაჭერა“, - განმარტა ბორელმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა