ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“ იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს და ასევე იღებს ვალდებულებას რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა

რიგი პარტიები და „ლელო“ იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს და ასევე იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

ჯაფარიძე საუბრობს ბრიუსელში ქართული ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე და ამბობს, რომ ამ შეკრების მიზანი იყო ევროპარლამენტარებთან ერთად განხილულიყო ის გეგმები, რაც ქართულ ოპოზიციას არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ აქვს.

„ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის მიერ დაორგანიზდა ქართული ოპოზიციური პარტიების შეკრება ბრიუსელში. ამ შეკრების მიზანი იყო ევროპარლამენტარებთან ერთად განხილულიყო ის გეგმები, რაც ქართულ, დასავლურ, ეროვნულ ოპოზიციას გააჩნია არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ. ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ორდღიანი შეხვედრა შედგა, რაც დასრულდა საერთო რეზოლუციის დოკუმენტის მიღებით.

რიგი პარტიები და „ლელო“ იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს და ასევე იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

ევროპარლამენტი დაინტერესებულია, რომ საქართველოში განხორციელდეს დემოკრატიული რეფორმები, დემოკრატიული ცვლილებები, იმისათვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას რაც შეიძლება სწრაფად და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ „ოცნების ხელისუფლების“ ცვლილების გზით.

ბრიუსელში ხელმოწერილ დეკლარაციაში ერთიანობის ქვეშ იგულისხმება არა ყველა პარტიის გაერთიანება, არამედ ერთიანი, ერთობლივი ბრძოლა ხმების მობილიზაციისთვის, ხმების დასაცავად და ერთიანობა არჩევნების შემდგომ კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში