ირაკლი ზარქუა ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციაზე - ეს არის „ფანჩატური 2“, ოღონდ მადამ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით და პატრონაჟით

ეს არის „ფანჩატური 2“, ახლა არ ახსოვთ შალიკო და მის ფანჩატურში რომ დილიდან საღამომდე ყელს იღერებდნენ, ეს დაავიწყდათ. ესაა შალიკო, არ გიფასებენ ძმაო! - ძალიან კარგი პროცესია, მადამ პრეზიდენტო, გილოცავთ თქვენ ეს შეძელით, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა.

ზარქუას თქმით, დეკლარაციის გარშემო გაერთიანებული პარტიები „ყველა „ნაცია“ ან „ნეონაცი“.

„მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ეს არის „ფანჩატური 2“, ოღონდ მადამ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით და პატრონაჟით. შალიკო წარსულია, შალიკო გვერდზე გაწიეს. ახლა არ ახსოვთ შალიკო და მის ფანჩატურში რომ დილიდან საღამომდე ყელს იღერებდნენ, ეს დაავიწყდათ. ესაა შალიკო, არ გიფასებენ ძმაო!

რა არის აქ გასაერთიანებელი, ისედაც ერთიანი არ იყვნენ? ვის ატყუებენ? ერთადერთი მადამ პრეზიდენტთან მესიჯი მოვიდა პატრონებისგან, რომ უნდა უხელმძღვანელოს ამ რადიკალების პლატფორმას და ამას ასრულებს ის ქალი. მორჩა. რომელიმე მახასიათებელი განსხვავებული ჰქონდათ? ყველა თავიდან ბოლომდე არიან „ნაცები“ ან „ნეონაცები“. ძალიან კარგი პროცესია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ესენი. ერთი ორი პარტია დააკლდათ, ისინიც გაერთიანდებიან და ეგ არის. მარტივი არჩევანის გასაკეთებელი მოცემულობა გვექნება 2024 წლის ოქტომბერში. რადიკალები, "ლუზერები", "ჩახდილები", გამყიდველები, გაკოტრებულები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები. ქართველ ჯარს რომ დააბრალეს ომის დაწყება მერე რომ მიატოვეს. მეორე მხარეს ვიქნებით ჩვენ, მშვიდობის გარანტორები, ეკონომიკური განვითარების, უვიზო რეჟიმის და თავისუფალი ვაჭრობის ევროპასთან, კანდიდატის სტატუსის გვირგვინით. ძალიან კარგი პროცესია, მადამ პრეზიდენტო, გილოცავთ თქვენ ეს შეძელით”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე