ქობულეთში პოლიციელი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველები ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოიძახეს

ქობულეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი დაჭრეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს, მას სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკიდან მალევე გაწერეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, სადაც ინციდენტი მოხდა. კაცი, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე