არმაზ ახვლედიანი - ოპოზიცია ვალდებულია გადავიდეს მოქმედებაზე - ამისთვის მზაობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, მაინც იმედიანად ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი რესურსები

რამდენი დეკლარაციაც არ უნდა შედგეს ან ქარტია, ოპოზიცია ვალდებულია გადავიდეს მოქმედებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ერთობის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა.

ახვლედიანი მოუწოდებს ოპოზიციას, ამაღლდნენ საკუთარ ამბიციებზე მაღლა და მარტო დეკლარაციებზე ხელისმოწერით ნუ ჩათვლიან, რომ საქმე დასრულებულია.

„არც კი ვიკითხავ, ისე ვუჭერ მხარს წინასაარჩევნოდ ნებისმიერ გაერთიანებას, მათ შორის ამ დეკლარაციის განწყობას. მით უფრო სად და ვისი მხარდაჭერით - კვლავ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით. მახსენდება სალომე ზურაბიშვილის სიტყვები: „ქარტია და ხელმოწერა კარგია, მაგრამ საჭიროა მოქმედება“. რაც შეეხება მოქმედებას, რამდენი დეკლარაციაც არ უნდა შედგეს ან ქარტია, ოპოზიცია ვალდებულია გადავიდეს მოქმედებაზე. მინდა დავიჯერო, რომ ეს იქნება სწორი მოქმედება და ნაბიჯები, რაც საზოგადოებას გააერთიანებს იმ განწყობით, რომ 26 ოქტომბერს, კონსტიტუციური გზით დავასრულებთ ივანიშვილის პოლიციურ რეჟიმს. ამისთვის ოპოზიციის მზაობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. იმედიანად მაინც ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი რესურსები.

მოვუწოდებ ყველას, ამ არაორდინალური ვითარების გათვალისწინებით, მოდით, ავმაღლდეთ საკუთარ ამბიციებზე მაღლა და მარტო დეკლარაციებზე ხელისმოწერით ნუ ჩავთვლით, რომ საქმე დასრულებულია. გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი საზოგადოების დარაზმვას დიდი გამარჯვებისთვის“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს