ცოტნე ანანიძე -  „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“, ჩინური კომპანიები ოპერირებენ ევროპულ პორტებში და ჩვენთვის რატომ არის პრობლემა?!

ის „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“, ჩინური კომპანიები ოპერირებენ ევროპულ პორტებში და ჩვენთვის რატომ არის პრობლემა?!, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან", ცოტნე ანანიძემ განაცხადა.

ცონე ანანიძე ბოლო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმარა.

„თუ გადავხედავთ, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში - საბერძნეთის, ესპანეთის, საფრანგეთის პორტებში ჩინური კომპანიები ოპერირებენ. გუშინ, ასევე დღეს, ვნახეთ პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში და შეთანხმებები პარტნიორულ ურთიერთობებზე. ზოგადად, რომ გადავხედოთ, ევროპას 700 მილიარდიანი ბრუნვა აქვს ჩინეთთან.

სწორედ ამ კუთხით, გეოპოლიტიკური მდებარეობოდან და ღია პოლიტიკიდან გამომდინარე ვართ საინტერესო დამაკავშირებელი. მაგრამ თურმე, რაც შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის, რატომღაც არ შეიძლება ჩვენთვის, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ეს სხვა არაფერია, თუ არა შერჩევითი სამართალი.

ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს, ჩინური კომპანიები ოპერირებენ ევროპულ პორტებში და ჩვენთვის რატომ არის პრობლემა?!“, - აცხადებს ანანიძე, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე