საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ხვალ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.

„საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებს და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება