სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი კუპრაძე დაზარალებულად ცნო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, 16 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, დაზარალებულად ცნო.

„ჩემი დაკავების საქმეზე, რომელიც 16 აპრილს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, დამიბარეს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში, მცნეს დაზარალებულად 333-ე მუხლის გათვალისწინებით და გადმომცეს ის მტკიცებულებები, რომლებიც ამ ეტაპზე გააჩნია უწყებას. უნდა ითქვას, რომ უწყებამ მაქსიმალურად იმუშავა, მოპოვებულია ყველა ვიდეო მტკიცებულება. ველოდებით მტკიცებულებების მე-2 ნაწილის გადმოცემას და სამხარაულის დასკვნას.

სპეცრაზმელების ვინაობა ამ ეტაპზე დაუდგენელია, თუმცა არსებობს შესაძლებლობა რომ მათი ვინაობა დადგინდეს. ეს სპეცრაზმელები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილები. წარმოუდგენელია მათი ყოფნა სამართალდამცავ უწყებაში, ეს იქნება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომ სადისტები სამართალდამცავ უწყებაში მუშაობენ“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძის ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლება იძულებული გახდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა.

„გამომძიებელთან საუბრისას დადგინდა, რომ ირაკლი კუპრაძე დაზარალებულად იქნა ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის 333-ე მუხლის გათვალისწინებით. ამ ეტაპისთვის არცერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და შესაბამისად გამოძიება ამ მიზნით მიმდინარეობს. ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს. კადრები ადასტურებს, რომ მასზე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა განხორციელებული. მთავარია, რომ არსებული დაზიანებების საფუძველზე ხელისუფლება იძულებული გახდა, მისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა"- განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა