შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად და პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა - საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად და პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

პაპუაშვილის თქმით, 17 მაისს მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლით სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა.

„17 მაისს სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა მთლიანად საქართველოში, სადაც საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით ქუჩაში დაადასტურა ამ პაკეტის მხარდაჭერა, მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად, პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და პირველი მოსმენით მიიღო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კენჭისყრამდე კი პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „გირჩის“ დეპუტატის გარდა საკითხის კენჭისყრის დროს დარბაზში ოპოზიცია არ იმყოფება და აღნიშნა, რომ ამით მათ არჩევანი გააკეთეს.

„კენჭისყრა დღევანდელი დღისთვის გადავდეთ, რათა ოპოზიციას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაფიქრებულიყო, ვის მხარეს დგებიან - საქართველოს, ქართული საზოგადოების მხარეს, თუ პროპაგანდის და სხვა, გარე, პოლიტიკური ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ არიან და ამიტომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას. როგორც ვხედავთ, ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩია“ წარმოდგენილი კენჭისყრის დროს, „ევროპელი სოციალისტებიც“ გახლდნენ დღეს. სხვებმა ეს არჩევანი გააკეთეს და გააკეთეს არა საქართველოს და ქართული საზოგადოების სასარგებლოდ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ გაიმართა, კენჭისყრა კი დღეს შედგა. პაკეტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დეპუტატებმა ასევე, კენჭი უყარეს „საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტს - „ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მის სასარგებლო ხმა ასევე 78-მა დეპუტატმა მისცა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა