პრემიერი - რადიკალურმა ოპოზიციამ, ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა - ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი

რადიკალურმა ოპოზიციამ, ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა - ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი. სიმართლე მათ მხარეს არ არის, სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“ დებატებში შემოსვლას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ პრემიერისთვის ინტერპელაციის შესახებ წერილის გაგზავნა ვერც ერთხელ ვერ გაბედა.

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა. გასული წლების განმავლობაში, პირველ რიგში, ამ მოწვევას გავიხსენებ, მათ პოლიტიკური დებატები „ქართულ ოცნებასთან“ ყოველ ჯერზე წააგეს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მორიგჯერც მათ ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, დებატებში შემოსვლა. პირადად ჩემთან, მათ უკვე ოთხჯერ ჰქონდათ იმის შანსი, რომ ინტერპელაციის წესით მოვსულიყავი პარლამენტში, გაემართათ ჩემთან დებატები. ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ინტერპელაციის თაობაზე წერილის გამოგზავნა და ახლა, უკვე, როცა სავალდებულო წესით იმართება ყოველწლიური ანგარიშის განხილვა აქაც ვერ გაბედეს დებატებში შემოსვლა. აქედან ჩანს ორი რამე, პირველი ის, რომ ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და მეორე, რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენ მხარეს და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“ დებატებში შემოსვლას. თუმცა, ეს არის მათი საქმე, ჩვენი საქმეა საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ განახორციელა გასული ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ