ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქვეყნის მმართველი პარტიის წევრების რუს სპორტსმენთან შეხვედრა, „ქვეყნის რეპუტაციას მნიშვნელოვნად აზიანებს“

ყველა მსგავსი მოვლენა გამოძახილია იმის, რომ ქვეყანა ბანდის მიერ იმართება, რომელსაც რუსეთთან და მასთან დაახლოებულ პირებთან კონტაქტი აქვს. იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები არ ხდებოდეს, რაც საერთაშორისო არენაზე არცხვენს საქართველოს რეპუტაციას, აუცილებელია, რომ ეს ბანდა არჩევნებზე სახლში გავისტუმროთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კადრებს, გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის კახა კალაძის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და UFC-ის ყოფილი ჩემპიონის დაღესტნიდან, ხაბიბ ნურმაგედოვის შეხვედრის შესახებ.

მისი შეფასებით, ქვეყნის მმართველი პარტიის წევრების რუს სპორტსმენთან შეხვედრა, ქვეყნის რეპუტაციას მნიშვნელოვნად აზიანებს.

„ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გვყავს არა პოლიტიკური მთავრობა ან პოლიტიკური გუნდი, არამედ ივანიშვილის რუსული პარტია, ამიტომ ყველა მსგავსი მოვლენა არის გამოძახილი იმის, რომ ქვეყანა ბანდის მიერ იმართება. ამ ბანდას, ძირითადად, კონტაქტები რუსეთთან და რუსეთთან დაახლოებულ პირებთან აქვს, ამიტომაც არის, რომ ყოველწლიურად სკანდალები ხდებოდა - იყო ლავროვის შვილის ქორწილი, გვახსოვს გავრილოვის ჩამოყვანა. ეს მოვლენები „რუსული ოცნების“ რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი, ამიტომაც იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები არ ხდებოდეს, რაც საერთაშორისო არენაზე საქართველოს რეპუტაციას არცხვენს, აუცილებელია, რომ ეს ბანდა არჩევნებზე სახლში გავისტუმროთ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება