ირაკლი ქადაგიშვილი - ეუთოს რეზოლუცია ნაკლოვანი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში არმყოფი რეზოლუციაა როგორც დეოკუპაციის, ასევე დემოკრატიულობის კუთხით - ასეთი რეზოლუციები საკუთარ მრევლს დაუყარონ!

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ნაკლოვანი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში არმყოფი რეზოლუციაა როგორც დეოკუპაციის, ასევე დემოკრატიულობის კუთხით - ასეთი რეზოლუციები საკუთარ მრევლს დაუყარონ! - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ქადაგიშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებში მიღებულ დოკუმენტებში სიტყვა „ოკუპაციის“ ჩაწერას ერიდებიან.

“სპეკულანტური მანევრით წერენ: - „რუსული ჯარი იქნას გაყვანილი“. რატომ „რუსული ჯარი“? - დაწერე, რომ ეს არის ოკუპანტი ჯარი! ეს სიტყვაა მთავარი, რა სიტყვის გამოყენებაც ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებს ძალიან არ უნდა.

ისეთი ლოზუნგები, როგორიცაა “ძირის გამოთხრა“, ჩვენ ბევრგან გვინახავს. ევროპაში არჩევნებს რომ გადავხედოთ, ერთი მხარე მეორე მხარეს ძირის გამოთხრაში, ქვეყნის ჩამოქცევასა და სახელმწიფოს განადგურებაში ადანაშაულებს. ასეა დაწყებული აშშ-დან დასრულებული ინგლისით და საფრანგეთით, სადაც დღეს არჩევნები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, მაგრამ რეალობა არის მეორე - საქართველოში არასამთავრობო სექტორისთვის არის მუშაობის ყველა პირობა, მაგრამ არასამთავრობო სექტორმა კეთილი ინებოს და რაზეც სხვას არიგებს ჭკუას, იმის მეასედი მაინც შეასრულოს“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ეუთოს მიერ მიღებული დოკუმენტის შეფასებისას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე