მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას - „თბილისი, კავკასიის რენესანსის დედაქალაქი“ აქვეყნებს

მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქცია, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმოგზაურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პრესტურის ფარგლებში მომზადებული სტატია ქართულ სტუმარმასპინძლობას, მოდას, თბილისის ისტორიულ უბნებს, ბუნებას, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებსა და ქართულ სამზარეულოს შეეხება.

სტატიაში ჟურნალისტი მკითხველს ტურისტული ადგილების, სასტუმროების, გასართობ და კვების ობიექტების მონახულებას ურჩევს.

„საქართველოს დედაქალაქში პეიზაჟები ყოველ წუთას იცვლება, თანამედროვე შენობების გვერდით აღმოვაჩენთ შუასაუკუნეების, ძველი ქალაქის ქუჩებს, აქვეა საბჭოთა ეპოქის ბრუტალური ბეტონის კორპუსები. იგივე შეიძლება ვთქვათ რელიგიურ მრავალფეროვნებაზე საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია. აქ აღმოაჩენთ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს, სომხურ, კათოლიკურ ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთს ერთ პატარა უბანში. ეს არის ქალაქი საოცარი ჰარმონიით, ამავდროულად უწესრიგობით, რომელიც რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ მსოფლიოში საკუთარ წესრიგს ქმნის, საოცარი კრეატიულობით მოდის, გასტრონომიისა და ხელოვნების სფეროში. თბილისიდან წამოსული ენერგია თავისუფლებასა და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ეს არის მომხიბლავი ქალაქი, რომელიც უფრო სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ“, - წერს ELLE-ს ჟურნალისტი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება