დავით ქაცარავა - სამართალდამცავებისადმი ჩემი მიდგომა ყოველთვის კორექტული იყო - როცა უმოწყალოდ მცემდნენ, მაშინაც კი არ ყოფილა ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა

სამწუხაროა, როცა პოლიციელები ჩემზე ამბობენ, იგინებოდაო, - ამის შესახებ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წვერმა, დავით ქაცარავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე მსჯელობენ.

ქაცარავას თქმით, მას შეურაცხმყოფელი სიტყვები არ გამოუყენებია.

"ჩემი მიდგომა სამართალდამცავებთან ყოველთვის იყო კორექტული. როცა მანქანაში შემათრიეს და მცემდნენ, 3-ჯერ განხორციელდა სპეცრაზმელების მხრიდან ცემის ფაქტი, რასაც მიღებდნენ. იქაც კი მივამართავდი და ვუსვამდი კითხვას, რატომ მცემდნენ ასე უმოწყალოდ. იქაც არ ყოფილა შეურაცხმყოფელი სიტყვები. ერთი სიტყვაც კი არ იყო შეურაცხმყოფელი ჩემს მიმართვაში", - განაცხადა ქაცარავამ.

პროცესზე ჩვენებას სამართალდარღვევის ოქმის შემდეგნი პოლიციელი, ბიძინა ჟამერაშვილი აძლევს. მისი ჩვენების მიხედვით, ქაცარავას სპეცრაზმელები ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

"ის ამბობდა, 40 კილომეტრში რუსის ჯარია და აქ რატომ დგახართ, რუსეთის მონებოო. რუსის მონას რომ გეძახიან, შეურაცხმყოფელია, ბევრს მათთან ბრძოლაში ოჯახის წევრი ჰყავს დაღუპული. როცა საჭირო მომენტი იყო, სპეცრაზმელების მხრიდან მისი დაკავება მოხდა", - განაცხადა პოლიციელმა.

მას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ჰკითხა, დავით ქაცარავა აგინებდა თუ არა პოლიციელებს, რასაც სამართალდამცავმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"პოლიციელების მიმართ არ შეუგინებია. ძირითადად, კანონის მიმართ ჰქონდა უცენზურო მიმართვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, კანონის მისამართით იგინებოდა", - განაცხადა პოლიციელმა ჟამერაშვილმა.

მოსამართლემ მას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა სამხრე კამერები. მოწმემ უპასუხა, რომ ჰქონდა, თუმცა ჩართული არა.

ამასთან, პოლიციელმა განაცხადა, რომ ქაცარავას დაკავებამდე დაზიანებები არ ჰქონდა, ხოლო როცა მასთან მივიდა, რათა სპეცრაზმის მანქანიდან მის მანქანაში გადაესვა, უკვე დაზიანებები აღენიშნებოდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

დავით ქაცარავამ პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.

"მადლობას გეუბნებით იმ ადამიანური მიდგომისთვის, რომელიც პატრულის 4 თანამშრომლის მხრიდან ვიგრძენი, როცა იმ ჯალათებისგან გადამიბარეს. თუ თქვენც იქ იყავით, მადლობას გიხდით", - განაცხადა ქაცარავამ.

მან პოლიციელს ჰკითხა, გაიგო თუ არა მან მისი მხრიდან სიტყვა "მონის" გამოყენება, რასაც სამართალდამცავმა დადებითი პასუხი გასცა.

ქაცარავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეში ქაცარავას დაზარალებულის სტატუსი აქვს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს