ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

ყოველდღიურად ქვეყნდება ათასობით ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა კატეგორიის საჯარო საინფორმაციო წყაროებით; ქვეყნდება ამ თანამდებობებზე დასაქმების მიზნით საკონკურსო პირობები; ასეთი საჯარო გამოცხადება ნიშნავს, რომ დამსაქმებლის მხრიდან ხორციელდება მოწვევა კონკურსში მონაწილეობაზე საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით. ხშირია შემთხვევა, როცა შრომის მენეჯმენტში წინასწარ განსაზღვრულია ვინ დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე, თუმცა ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ მაინც საჯაროდ ცხადდება. სწორია ასეთი პრაქტიკა? ვალდებულია დამსაქმებელი ვაკანტური თანამდებობა საჯაროდ გამოაცხადოს?

ერთმანეთისგან განსხვავდება დასაქმება კერძო სექტორსა და საჯარო სექტორში. საჯარო მოხელეთა დასაქმების პირობები, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესები იმპერატიულად რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. საჯარო სექტორი ეფუძნება გადამხდელთა შემოსავლებს, ხალხის მონიტორინგის სფეროა და აქ რა წესრიგითა და პირობებით მიმდინარეობს კონკურსი და დასაქმება, აუცილებლად საჯარო უნდა იყოს - ხალხმა უნდა იცოდეს.

კერძო სექტორში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებისა და შრომის პირობებს, ძირითადად, აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი. შრომის კოდექსით არ რეგულირდება ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმებისა და საკონკურსო პროცედურების გავლის საკითხები. მეტიც, კოდექსით არ მოითხოვება ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადება. ეს ბუნებრივია, რამეთუ კერძო ურთიერთობები სარგებლობს მხარეთა თავისუფლებით, კერძო ავტონომიით და, ამ ნაწილში, არ არის დატვირთული საკანონმდებლო იმპერატივებით. დამსაქმებელს აქვს სრული უფლება დადოს შრომითი ხელშეკრულება იმ პირთან, ვისაც მიიჩნევს საუკეთესოდ, საჭიროდ, აუცილებლად.

ზოგიერთ ორგანიზაციას შინაგანაწესით აქვს დადგენილი ვაკანტური თანამდებობების დაკავება საჯარო კონკურსის წესით. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დამსაქმებელს წარმოეშობა ვალდებულება განათავსოს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში. ზოგიერთ დაწესებულებას შინაგანაწესით აქვს განსაზღვრული ვაკანტური თანამდებობების დაკავება კონკურსის წესით მხოლოდ ორგანიზაციის შიდა კადრებიდან. ასეთ დროს, დამსაქმებელმა აღნიშნულის თაობაზე, მხოლოდ შიდა საინფორმაციო წყაროებში უნდა გამოაქვეყნოს და ის არ უნდა განათავსოს საჯაროდ (რაც შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდება ბევრი გარე პირისთვის).

მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლებს არ აქვთ კანონისმიერი ვალდებულება საჯაროდ გამოაცხადონ ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაცია და ჩაატარონ კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსი, ისინი მაინც აქვეყნებენ ამ ინფორმაციას. როგორც კი ეს აქტი განხორციელდება, დამსაქმებელი იტვირთება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებითა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვის კანონისმიერი ვალდებულებებით. დამსაქმებლებმა არ უნდა გამოაცხადონ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი, თუ მათ უკვე შერჩეული ჰყავთ კანდიდატი (არ უნდა მოატყუონ ადამიანები). მაგრამ როგორც კი გამოაცხადებენ კონკურსს, მაშინ, თავი უნდა ჩაიყენონ სამართლებრივი ბოჭვის ქვეშ. ამიერიდან, კანდიდატის შერჩევის თითოეული პროცესი უნდა განხორციელდეს დისკრიმინაციის გარეშე.

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

eka_kardava@yahoo.com

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ