მამუკა მდინარაძე - ახლა სხვა ძალები პარტიზანულად გადაისროლეს „ნაცმოძრაობაში“ და დაარქმევენ ერთობას - რამდენად ამორალურია, ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყო, ახლა „ნაცმოძრაობის“ სიაში იყოს

„ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამაში ისინი საკუთარი კვლევებითაც რწმუნდებიან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და ცდილობენ რაღაც კონფიგურაციის დალაგებას, მაგრამ უშედეგოდ - „ნაციონალურ მოძრაობას“ ერაფერი გააძლიერებს იმიტომ, რომ მკვდარი არ ცოცხლდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამორალურია, როცა ვიგებ, რომ ერთ დროს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში აღმოჩნდეს.

„ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე კონფიგურაცია გადალაგდა. გვარამიას განცხადება იყო, სამი პოლიტიკური ცენტრიო. ამ სამი პოლიტიკური ცენტრითაც გამორიცხულია „ქართული ოცნების“ დამარცხება. ისინი ძალიან წვალობენ, ცდილობენ ნახონ კონფიგურაცია, რითაც „ქართულ ოცნებას“ აჯობებენ. ვერცერთი კონფიგურაციით ისინი „ქართულ ოცნებას“ ვერ ამარცხებენ, ამიტომ წვალობენ, გადადიან გადმოდიან ერთმანეთში, ახლა სხვა ძალები პარტიზანულად გადაისროლეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელსაც სახელს გადაარქმევენ და დაარქმევენ ერთობას. ზოგადად, სიტყვა „ერთობა“ კარგი სიტყვაა, მაგრამ ამ კარგი სიტყვის მიღმა რაღაცების შეფუთვას ცდილობენ, მაგრამ არაფერი არ შველით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამაში ისინი საკუთარი კვლევებითაც რწმუნდებიან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და ცდილობენ რაღაც კონფიგურაციის დალაგებას, სადაც ოდნავ მეტი თეორიული შანსი მაინც ექნებათ, მაგრამ უშედეგოდ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვერაფერი ვერ გააძლიერებს იმიტომ, რომ მკვდარი არ ცოცხლდება არაფრით. არანაირი წამალი არ გამოუგონია თანამედროვე სამყაროს, რომ მკვდარი გააცოცხლოს.

„ნაცმოძრაობა“ ერთი რგოლია იმ „ნაცური“ იდეოლოგიის განმახორციელებელი დავალებების შემსრულებელი. რამდენად ამორალურია, ადამიანი, არმაზ ახვლედიანი, რომელიც პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში იყოს. წარმოუდგენელია, რომ მე შეიძლება იქ აღმოვჩნდე. ალბათ ცოცხალი არ უნდა ვიყო, რომ მე „ნაცმოძრაობის“ რიგებში აღმოვჩნდე, ალბათ მკვდარს თუ მიმიტანენ, უტრირებულად ვამბობ. ან რა დავალება უნდა შეასრულო, ან რით უნდა გაშანტაჟებდნენ, რომ თავის დროზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანზე მეუბნებით, რომ „ნაცმოძრაობის“ სიაში იქნებაო“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე