საპროკურორო საბჭოს წევრი გენპროკურორობის კანდიდატ ალექსანდრე კობაიძეს - მე-6 კანდიდატი ხართ და სხვებზე ცუდი კომენტარები არ დაწერილა - მაინც და მაინც თქვენს შემთხვევაში რატომ იწერება?

თქვენთან მიმართებით აპროტესტებენ, რომ დღეს აქ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხართ წარმოდგენილი. კონკრეტულად უთითებენ შინაარსობრივ მხარესაც. მაგალითად, არის შემთხვევები, პირდაპირ წერენ, რომ გარკვეული თანხის საფასურად ვიღაცას დაჰპირდით, ვთქვათ, ციხიდან გამოყვანას და არ გამოიყვანეთ. მე-6 კანდიდატი ხართ, აქამდე მსგავსი არაფერი დაწერილა. მაინც და მაინც თქვენს შემთხვევაში რატომ იწერება ეს კომენტარები? - ამ კითხვით მიმართა საპროკურორო საბჭოს წევრმა, პროკურორმა ემზარ გაგნიძემ გენერალური პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატს, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს.

პროკურორმა კანდიდატს საბჭოს ვებგვერდზე კობაიძის მისამართით დაწერილ კომენტარებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები, მათ შორის, გაგნიძე დაინტერესდა, თუ რატომ არის ერთი კონკრეტული ინდივიდის მიმართ ამდენი კითხვის ნიშანი.

„ამ მომენტშიც, საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ჩვენი „ლაივი“ გადაიცემა. განწყობებთან დაკავშირებით დავინტერესდი, შევედი „ლაივ სტრიმზე“, უამრავი ადამიანი გამოხატავს თავის მოსაზრებას, გვარ-სახელებს არ გავაჟღერებ, თუმცა, ისედაც საჯაროა, ღია კომენტარებში წერენ. თქვენც ალბათ, გარკვეული წარმოდგენა გაქვთ ამ ადამიანების შესახებ. თქვენთან მიმართებით აპროტესტებენ იმას, რომ დღეს აქ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხართ წარმოდგენილი. კონკრეტულად უთითებენ შინაარსობრივ მხარესაც, მაგალითად, არის შემთხვევები, პირდაპირ წერენ, რომ გარკვეული თანხის საფასურად ვიღაცას დაჰპირდით, ვთქვათ, ციხიდან გამოყვანას, არ გამოიყვანეთ და ა.შ. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თანხა აიღეთ და მომსახურება არ გაუწიეთ, აქ წერენ პირდაპირ „ლაივ სტრიმის“ ქვეშ კომენტარების სახით. თქვენ აღნიშნეთ, რომ განცხადების შემთხვევაში არ მოხდა გამოძიების დაწყება, ამ ნაწილშიც დაინტერესება მოხდება, უნდა ვკითხოთ ამ ადამიანებსაც, რაზე უთითებენ ამას. რატომ უნდა იყოს ერთი კონკრეტული ინდივიდის მიმართ, ამდენი კითხვის ნიშანი, აქ არის ათეულობით მოქალაქის მიერ დაწერილი კომენტარი. თქვენ აღნიშნეთ და სავსებით სწორადაც, რომ ვინც მუშაობს, იმას ბევრი გამპროტესტებელიც ჰყავს, მაგრამ ესენი კონკრეტულ შემთხვევებს უთითებენ და თანაც, პირდაპირ გვთხოვენ საპროკურორო საბჭოს წვერებს, რომ ეს საჯაროდ გავაჟღეროთ, შეკითხვა დაგისვათ. ალბათ, რაღაც ინდიკატორი იყო თქვენთვის ეს შინაარსი, რაც გააჟღერეს. ასეთი შემთხვევები ხომ არ გახსენდებათ, თქვენს პრაქტიკაში ხომ არ ყოფილა, ვინმეს პირადი ინტერესი ხომ არ აქვს და ამიტომ წერენ? თქვენ მე-6 კანდიდატი ხართ, მსგავსი არაფერი დაწერილა აქამდე, მაინც და მაინც თქვენს შემთხვევაში, რატომ იწერება ეს კომენტარები, ამაზე რომ მოგვაწოდოთ ახსნა-განმარტება“, - განაცხადა გაგნიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კობაიძემ პროკურორს განუცხადა, რომ „არსებობს კმაყოფილი და უკმაყოფილო კლიენტი“.

„ბატონო ემზარ, ძალიან მარტივია, ვიღაც ყოველთვის რაღაცას დაწერს. თქვენ ახლა მოახდინეთ უტრირება - ათეულობით ადამიანიო. დარწმუნებული ვარ, ათეულობით ადამიანი არ იქნება, 12 წელია, ერთი და იმავეს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს კმაყოფილი და უკმაყოფილო კლიენტი, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კმაყოფილი უნდა იყოს. თქვენ საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება არ გაქვთ, ხშირ შემთხვევაში, ადვოკატის როლი უფრო დაუფასებელია, რადგან ცდილობ შენი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით საქმე გააკეთო, მაგრამ შეიძლება ისე არ გამოვიდეს ან ვერ გამოვიდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ საქმეს რაღაც დააკელი. როცა ვიღაცას კონკრეტული პრეტენზია აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხი ფეხზე მაქვს გადადებული და საქმე არ გამიკეთებია, ასე მარტივია თქმა... მთავარია, საქმით რა გამიკეთებია, რატომ არ ყოფილა ამდენი წლის განმავლობაში, რომ ჩემზე ვიღაცას კონკრეტული რაღაც ეთქვა?“, - განაცხადა კობაიძემ.

აღნიშნულის საპასუხოდ, პროკურორმა განაცხადა, რომ კობაიძის მისამართით საზოგადოების ნაწილს კითხვები აქვს და ამის დასმას მათ სთხოვენ.

„რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე, თქვენი საქმიანობის განხორციელებაში თავი არასდროს უნდა შეიკავოთ, უბრალოდ, ეს არის ის კითხვები, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს და ჩვენც გამჭვირვალობიდან გამომდინარე, ეს კითხვები უნდა გავაჟღეროთ. თუმცა, იმ კონკრეტულ ნაწილზე, კონკრეტულ შემთხვევებზე რომ უთითებენ, თუ გსურთ განაგრძეთ, თუ არადა, თქვენი პასუხი ჩემთვის მიღებულია“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ, რასაც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა უპასუხა, რომ „აბსურდში გადავიდოდნენ“.

„არანაირად, უბრალოდ, რომ შევაჯამოთ, ეს ყველაფერი, რაც იწერება, ცრუ ბრალდებებია, სწორად გავიგე?“, - კვლავ მიმართა გაგნიძემ კობაიძეს, რასაც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა დადებითი პასუხი გასცა.

ალექსანდრე კობაიძეს მსგავსი შინაარსის კითხვა საპროკურორო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ლონდა ბიჭიკაშვილმაც დაუსვა.

„თქვენ თქვით, რომ საზოგადოების აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პროკურატურის, მისი საქმიანობის მიმართ საზოგადოების განწყობას, ნდობის ამაღლებაზეც საკმაოდ დიდი სიტყვა გქონდათ წარმოთქმული. ძალიან კარგია და დიდი მიღწევაა, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევა გამჭვირვალეა, ის „ლაივ რეჟიმში“ მიმდინარეობს, მათ შორის, მოქალაქეებსაც, საზოგადოების წევრებსაც, რომელთა აზრის მნიშვნელობაზე და რომელთა ნდობაზეც თქვენ ისაუბრეთ, გარკვეული არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ თქვენი კანდიდატის მიმართ. თქვენ ალბათ, გაეცნობოდით „ლაივის“ მიმდინარეობისას წარმოთქმულ რამდენიმე მოსაზრებას. რა შეფასება გექნებათ, რით არის ეს განპირობებული?“, - განაცხადა ბიჭიკაშვილმა, რის საპასუხოდაც კობაიძემ განაცხადა, რომ „რამდენიმე მოსაზრება საზოგადოების აზრს არ ნიშნავს“.

„ყოველთვის არგუმენტირებაა საჭირო და მნიშვნელოვანი. როცა აკეთებ, ყოველთვის ჩნდება რაღაც აზრი, როცა არ აკეთებ, მაშინ არ აქვთ შენთან დამოკიდებულებაში აზრი, ამიტომ ჩემი ამოცანაა, ყოველთვის ვაკეთო და ყოველთვის ვიყო პროდუქტიული. ამიტომ, ვიღაცას თუ რაღაც კონკრეტული ხედვა აქვს ჩემთან მიმართებაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად, მე ის, რასაც ვაკეთებ, არ უნდა ვაკეთო“, - განაცხადა კობაიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა