ზურაბ ჯაფარიძე - გერმანიის ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკითხს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი - ეს პროცესი გაჩერებულია

გერმანიის ელჩმა კონფერენციაზე განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკითხს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი არის გაჩერებული, -ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგის წევრები სამი სხვადასხვა პარტიიდან, მათგან ორი არის მმართველი კოალიციის წევრი პარტია და ერთი კი, ოპოზიციური პარტია.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, საუბარი ეხება ევროკავშირის გაფართოების საკითხებს და ამ მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„კონფერენცია გერმანიის ელჩის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, სადაც განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკითხს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი არის გაჩერებული. ეს გზავნილი, რატომღაც არ მივიდა მოსახლობის მნიშვნელოვან ნაწილამდე იმის გამო, რომ რაღაცნაირად ჩაიყლაპა, წაიღო ინტერესი ფეხბურთმა და ევროპის ჩემპიონატმა, მაგრამ ხაზგასმით თქვა, რომ დამთავრდა, დასრულდაო. ამ წუთის მდგომარეობით, საქართველო აღარ მიდის ევროკავშირისკენ, ეს პროცესი არის გაჩერებული და ვერ განახლდება, სანამ არ მოხდება რუსული კანონის უკან წაღება და საქართველო არ შეასრულებს იმ 9 პუნქტს, რომელიც დაწესებულია ევროკავშირის მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი და იმედი, რომ მისი შვილები იცხოვრებენ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვით, „თავდაცვის სფეროში დაფინანსება ჩერდება დასავლეთის მიერ, მაგრამ დაფინანსება არ უჩერდება NGO-ებს, რამდენად სწორი მიდგომაა ეს ქართველი ხალხის მიმართ?“

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ქართველი ხალხის დასჯა არაფერ შუაშია.

„რა შუაშია აქ ქართველი ხალხი? ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რაღაც, რომ ევროპა, დასავლეთი გეხმარება ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობაში იმ შემთხვევაში, თუ ხედავს, რომ შენ გინდა ლიბერალური დემოკრატია. ის თუ ხედავს, რომ საქართველოს მოსახლეობა იბრძვის თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყანაში, მაშინ ისინი გეხმარებიან. ისინი თუ ხედავენ, რომ შენ არ იბრძვი ამისთვის, ასეთ შემთხვევაში, ისინი ურთიერთობას არ შეწყვეტენ, ურთიერთობა აქვთ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, ოღონდ აღარ დაინტერესება ის, რაც აქამდე აინტერესებდათ. აქამდე ინტერესი იყო შემდეგი-ჩვენც ვეუბნებოდით, რომ ჩვენ ვართ თქვენნაირები, ჩვენც გვინდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, ლიბერალური დემოკრატია და ა.შ. და ამაში გვეხმარებოდნენ. თუ დაინახავს, რომ ჩვენ ამის ნება არ გვაქვს, არც სამხედრო სფეროში დაგვეხმარება და არც არაფერში. გააკეთებს მინიმუმს, რაც თვითონ დასჭირდება და ამით დაამთავრებს ყველაფერს და ასეთი ქვეყნები არის უამრავი დედამიწაზე, ჩვენზე უარეს რეჟიმებთან აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა. ეს უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენ ბრძოლაზე. აქ არაფერ შუაშია ქართველი ხალხის დასჯა!

მართლა რომ დავფიქრდეთ, როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანა, რომელიც რუსეთს უძვრება უკანალში, ქვეყანა, რომელიც რჩება რუსეთის სატელიტად, ღიად გაფორმდეს რუსეთის სატელიტად, იმ ქვეყანას ამერიკა უმზადებდეს ჯარს და თავდაცვას, აძლევდეს შეიარაღებას, რომელიც მერე აღმოჩნდება რუსების ხელში? ანუ ასწავლოს ისეთი რაღაც, რომელსაც მერე რუსები გამოიყენებენ და იარაღი მისცეს, რომელსაც მერე რუსები გამოიყენებენ? ხომ ვერ მოხდება ასეთი რაღაც, ანუ არალოგიკურია და იქ არაფერ შუაშია ქართველი ხალხის დასჯა. ძალიან მარტივი ლოგიკაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გარდა ამ საკითხისა ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აფინანსებს თუ არა „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „ახალის“ ერთობას, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი. ჯაფარიძემ აღნიშნულ კითხვას ირონიულად უპასუხა, რომ თვითონ აფინანსებს პოლიტიკურ გაერთიანებას. ის, ასევე „ბოდვას“ უწოდებს ამ საკითხზე გაკეთებულ შეფასებებს.

„მე ვაფინანსებ-მეთქი.... რას როგორ ვაფასებ? იმას, რომ ვიღაც პარტიები გამოდიან, რაღაცას ბოდავენ და მე როგორ ვაფასებ მათ ბოდვას, ეს უნდა მოვყვე?არ ვაფასებ საერთოდ!“-უპასუხა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა