რომან გოცირიძე - ამ ხელისუფლებამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, დასავლეთთან ურთიერთობას ვერაფრით შემოატრიალებს - „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა განწირულია მრავალწლიანი სიმარტოვისა და იზოლაციისათვის

ამ ხელისუფლებამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომ ის დასავლეთთან ურთიერთობას ვერაფრით შემოატრიალებს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში ქვეყანა განწირულია მრავალწლიანი სიმარტოვისა და იზოლაციისათვის, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის შეფასებით, პროცესი, რომელიც დაიწყო და რაც უკვე სამხედრო დახმარებების შეჩერებაში გადავიდა, უკიდურესად საგანგაშოა და იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება და სხვა ბევრი დახმარება შეჩერდება. მისივე თქმით, ასევე გაგრძელდება პერსონალური სანქციები, ხოლო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში „ივანიშვილი და მისი გარემოცვა ისეთ კატასტროფულ ვითარებაში ჩავარდება, რომ სანქციები სანატრელი გაუხდებათ“.

„დღე არ გავა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მძაფრი კრიტიკა არ გავიგოთ იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების კურსს ასცდა. ეს არის ქვეყნის კონსტიტუციისა და ჩვენი მოქალაქეების დასახული გეგმის პირდაპირი ღალატი. თუ პროცესი გაგრძელდა, საქართველოს მთავრობა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა. ეს კი იქნება უმძიმესი შედეგი როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.

საქართველოს მთავრობამ დანაშაული ჩაიდინა. ეს მხოლოდ აგენტების კანონს არ ეხება - აგენტების კანონი ბოლო წვეთი და ბოლო გამოვლინება იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო პირდაპირი შტურმი პარტნიორების მიმართ - მათი გლობალური ომის პარტიად გამოცხადება, მეორე ფრონტის გახსნაში მათი მონაწილეობა, აბსურდული განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ორჯერ რევოლუციის მოწყობა და ხელისუფლების რევოლუციით ჩამოგდება სურდათ. ამ ქმედებებმა, ასევე ანტიუკრაინულმა და პრორუსულმა ქმედებებმა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა.

ამ ყოველივეს გამოსწორების ერთადერთი შანსი არის ის, რომ ეს მავნებლური მმართველობა ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.

როცა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა დემოკრატიულობის ელემენტარულ სტანდარტებს არ შეესაბამება, მოქმედი ხელისუფლება დასავლეთის მეგობარი ვერ იქნება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია