სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტნიორები მცდელობას არ აკლებენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ არ დაიხუროს

პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობას" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტნიორები მცდელობას არ აკლებენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ არ დაიხუროს.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ ოქტომბერში თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც საქართველოს ევროკავშირის გზაზე დააბრუნებს.

„ჩვენი გერმანელი მეგობრები, ბუნდესტაგის წევრები, პოლიტიკოსები მცდელობას არ აკლებენ, მოიძებნოს გზები იმისთვის, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არ გაფუჭდეს და საერთოდ არ დაიხუროს ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ამ წუთში „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, ურთიერთობები დაპაუზებულია. ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ თავისუფალი არჩევნები ოქტომბერში, რომელიც მდგომარეობას გადატვირთავს და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დააბრუნებს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაყინვას, სერგო ჩიხლაძის განმარტებით, ამ დახმარებას ქართველ ხალხს კი არ უჩერებენ პარტნიორები, არამედ ხელისუფლებას, რომელიც მისი თქმით, პრორუსულია.

„ვინც თავდაცვისუნარიანობას აზიანებს, ეს პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ არის. რაც შეეხება 30 მლნ-ის შეჩერებას, ნებისმიერი დახმარება, რომელიც მოედინება, მას საქართველოს ხელისუფლება განკარგავს და თუ ის ანტიდასავლურია, რა თქმა უნდა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ სურთ, რომ ეს თანხები პრორუსული ხელისუფლების ხელში მოხვდეს“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო