გურამ მაჭარაშვილი - ვინმეს შეუძლია ახსნას, რას ნიშნავს სამართლებრივად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება?! - ან რას ნიშნავს, როცა ქართულ ჯარს ეუბნები, 30 მილიონად იარაღს შენ აღარ გიყიდი და ლომჯარიას ვუყიდი „მოლოტოვის კოქტეილს“

ვინმეს შეუძლია ახსნას, რას ნიშნავს სამართლებრივად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება?! - ახსნას ეს თავად ელჩმა ან ვინმემ ევროკავშირში - ასეთი რამ არ არსებობს! ან რას ნიშნავს, როცა ქართულ ჯარს ეუბნები: - 30 მილიონად იარაღს შენ აღარ გიყიდი და ლომჯარიას ვუყიდი "მოლოტოვის კოქტეილს"! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებას „გამოგონილს“ უწოდებს.

დეპუტატის აზრით, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივების მიზანს ემსახურება და მან ამ განცხადებით „ოპოზიციას იარაღი გადასცა“.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება არასწორობასთან და გაუგებრობასთან ერთად, არის ასახსნელი. ის შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის.

ელჩმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაჩერდა. ეს რას ნიშნავს? თეორიულად დავუშვათ, რომ საუბრობენ შეჩერებაზე, რა არის ამის არგუმენტი და რა დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით?! არსებობს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, არაერთი კვლევითი ორგანიზაციის დოკუმენტები, რომლის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილზეა. ამაზე განცხადებას თავად ევროკავშირის ელჩი აკეთებს ხოლმე. საქართველო მოწინავე ადგილზეა როგორც კანდიდატ ქვეყნებს შორის, ბევრ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს. ამ ფონზე ევროკავშირის ელჩს ასახსნელი აქვს, როცა მაგიდაზე დევს დოკუმენტი, რომ საქართველომ გამოცდა პირნათლად, უმაღლესი ქულებით ჩააბარა, რატომ ამბობს, რომ პროცესი შეჩერდა?! რას ნიშნავს - რა მექანიზმია ასეთი?

მეორეც, 30 მილიონთან დაკავშირებული თემა სავაჭროდ გახადეს, რაც ასევე გაუგებართან ერთად, შეურაცხმყოფელია. ქართულმა ჯარმა მსოფლიოს მშვიდობისთვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩადო, ნატოს ჯარებს ბოლომდე გვერდით დაუდგა და სამაგიეროს ამით გვიხდიან?! სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ ქართულ ჯარს ეუბნებიან: - შენ აღარ გიყიდი 30 მილიონად იარაღს და ლომჯარიას „მოლოტოვის კოქტეილს“ ვუყიდი. ევროკავშირის ელჩი ამ განცხადებას აკეთებს! ასახსნელია, რას ნიშნავს, როცა ქართულ ჯარს ეუბნებიან, რომ შენ იარაღს აღარ გიყიდი, სამაგიეროდ ლომჯარია, გიგაურის და „მოლოტოვის კოქტეილის“ რევოლუციურ სცენარებს დავაფინანსებ!

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა სავაჭრო იარაღად ჰქონდათ, მაგრამ ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა, რომ მიხვდნენ, რომ სტატუსი უნდა მოეცათ. ახლა სავაჭრო იარაღია მუქარები სანქციებზე, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე