ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ბელგიელ კოლეგასთან, აჯა ლაბიბთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა ნატო-ს საიუბილეო სამიტის და მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების გზებს.

„ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და ალიანსში ქვეყნის ინტეგრაციის ძირითად ასპექტებზე. ხაზი გაესვა საიუბილეო სამიტში პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო არის ალიანსის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი რეგიონში და მისი მონაწილეობა ვაშინგტონის სამიტზე ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ხაზი გაესვა ასევე საქართველოს მიერ გაწეულ კონტრიბუციას ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

ბელგიასთან, როგორც ევროკავშირის ყოფილ თავმჯდომარე ქვეყანასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა 2023 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რამაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება