რომან გოცირიძე - აქამდე მიგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“: ევროკავშირის კარი ჩაიკეტა, ნატოს კარი ჩაიკეტა - ხელისუფლებას და მარიონეტ დეპუტატებს ამ ღალატს ქართველი ხალხი არ აპატიებს

ევროკავშირის კარი ჩაიკეტა, ნატოს კარი ჩაიკეტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, საქართველომ თავისი პოლიტიკური ორიენტაცია ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა, - ხელისუფლებასა და მარიონეტ დეპუტატებს ამ ღალატს ქართველი ხალხი არ აპატიებს, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ნატოს სამიტების დეკლარაციაში ეტაპობრივად ჩანს თუ როგორ ღალატობს ქვეყნის ინტერესებს “ქართული ოცნება” და როგორ უახლოვდება რუსეთს.

“ის, რაც ნატოს სამიტზე მოხდა, პირდაპირი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ქვეყნის ინტერესების ღალატისა. ნატოს სამიტების დეკლარაციაში ეტაპობრივად ჩანს თუ როგორ ღალატობს ქვეყნის ინტერესებს “ქართული ოცნება”, როგორ უახლოვდება რუსეთს და ეს ზუსტად ემთხვევა იმ რიტორიკასა და პოლიტიკას, რასაც “ქართული ოცნება” აწარმოებდა. 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე, სადაც საქართველო მრავალჯერ იყო მოხსენიებული და ვილნიუსის სამიტის ყველა თეზისში იყო განმეორებული. იქ ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია, რათა ის სრულფასოვნად გაწევრიანდეს ნატოში. ვილნიუსის 2023 წლის სამიტზე ეს ნაწილი უკვე არ იყო ტექსტში. მიუხედავად ამისა, ბლომად იყო საქართველო ნახსენები და ხაზგასმული იყო მისი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ამ დოკუმენტში ხსენება არ არის საქართველოსი. ყველა მნიშვნელოვანი თეზისი იქნა ამოღებული. საქართველო ნახსენებია მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ რუსეთმა მოლდოვიდან და საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს. აქამდე მიგვიყვანა “ქართულმა ოცნებამ”. ევროკავშირის კარი ჩაიკეტა, ნატოს კარი ჩაიკეტა - ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, საქართველომ თავისი პოლიტიკური ორიენტაცია ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა. საქართველოა ხელისუფლებას და მარიონეტ დეპუტატებს ამ ღალატს არ აპატიებს ქართველი ხალხი. ამისი გამოსწორება შესაძლებელია თუკი არჩევნების შემდეგ ამ ხელისუფლებას თავიდან მოვიცილებთ და ხელახლა ავაგებთ ურთიერთობას ევროკავშირთან და ნატოსთან. ამ ხელისუფლების ძალაუფლებაში დარჩენის შემთხვევაში საქართველო სამუდამოდ მოწყდება დასავლურ სამყაროს და რუსეთის ნაწილი გახდება”, - აღნიშნა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებს, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.

“ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება