18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა იგეგმება

18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე საკითხია შემოსული, მათ შორის დაინიცირდა ამნისტიის პროექტი, რომელიც გვინდა რომ პირველი მოსმენით მივიღოთ და საშემოდგომო სესიის ფარგლებში მესამე მოსმენით დავხუროთ. არის სხვა საკითხები, მათ შორის გენერალური პროკურორის არჩევა. ამიტომ ჩვენ მომავალ კვირას დაგვჭირდება რიგგარეშე სესია. სავარაუდოდ, ხუთშაბათი პარასკევი, 18-19 ივლისი იქნება რიგგარეშე სესია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა