სალომე სამადაშვილი - კონსულტაციებისთვის „ლელოს“ კარი ღია რჩება - მიუხედავად განსხვავებებისა, ქვეყნის გადასარჩენად მზად უნდა ვიყოთ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ლელო” არ აპირებს არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ „ლელო“ გეგმავს შექმნას ცენტრი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამომრჩევლის ხმის მობილიზაცია და მათი ხმები არ დაიკარგოს.

როგორც სამადაშვილმა საარჩევნოდ „ლელოს“ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, „ლელოს“ კარი ღიაა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციისთვის.

„ჩვენ პირველებმა განვაცხადეთ, რომ საჭიროა ცენტრების შექმნა, შესაბამისად, კონსულტაციებისთვის ჩვენი კარი ყველასთვის ღია იყო. ეს კარი დღესაც ღია რჩება, იგივე იმ გაერთიანებასთან, რომელიც შედგა „ახლებს“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ შორის. ჩვენ მათთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობები ვნახოთ, მომავალში შეიცვლება რამე თუ არა. ამის პარალელურად არსებობს აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფები, სხვა საინტერესო პოლიტიკოსები. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ, რომ შევქმნათ ცენტრი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამომრჩევლის ხმის მობილიზაცია და ეს ხმა არ დაიკარგოს. ბიძინა ივანიშვილმა ვერც ერთი მანდატი ვერ უნდა ჩაიდოს ჯიბეში ამ არჩევნებზე, გარდა იმისა, რასაც მისი გაკოტრებული პოლიტიკური ძალა მიიღებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიებმა, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებებისა, ერთმანეთს უნდა ჩაკიდონ ხელი.

„ლელოს“ განწყობა არის ის, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ქვეყნის გადასარჩენად მზად უნდა ვიყოთ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ, შემდეგ კი, როდესაც ქვეყანას გადავარჩენთ, შანსი გვექნება, ნორმალური კონკურენციის პირობებში, გავაგრძელოთ ამ ქვეყნის ცხოვრება“,- განაცხადა სამადაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო