კახა წიქარიშვილი - სასამართლო სისტემაში არის რესურსი, რომელთანაც გაჯანსაღებაზე მუშაობა შეიძლება, გამოსავალი არის სისტემის სრული რეორგანიზაცია - „კლანის“ ჯგუფი, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს

სასამართლო სისტემაში მდგომარეობა მარტივი არ არის - „კლანის“ ჯგუფი, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს სისტემიდან - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა არამოსამართლე წევრმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

კახა წიქარიშვილი სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის გამოსავალს ხედავს სისტემის სრულ რეორგანიზაციასა და მოსამართლეების თავიდან შერჩევაში.

„სასამართლო სისტემაში მდგომარეობა მარტივი არ არის. მოსახლეობამაც იცის, რომ სასამართლო სისტემაში არის ერთი გაბატონებული ჯგუფი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს, ამ ჯგუფის ხელში თითქმის ყველა ბერკეტია თავმოყრილი. თუმცა, იქ არიან მოსამართლეები, რომელთა ნაწილი შესაძლოა, ფარულად ან აშკარად უპირისპირდება ამ ჯგუფს, ნაწილი კი თანამშრომლობს ამ ჯგუფთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემაში არის რესურსი, რომელთანაც სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობა შეიძლება. გამოსავალი არის სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია, მოსამართლეების თავიდან შერჩევა, მაგრამ ეს გამოსავალი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება სისტემის სიღრმისეული შეფასება. ვფიქრობ, რომ ასევე, არსებობს სხვა გამოსავალი, თუ სასამართლო სისტემა, მოსამართლეთა უმრავლესობა აღიარებს არსებულ პრობლემებს, შეიძლება მოქმედი სასამართლოსგან შედგეს ნამდვილად დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ვფიქრობ, მოსამართლეებმა, რომლებმაც იციან ყველაფერი და ინახავენ ყველა ინფორმაციას, ეს რაღაც ფორმით უნდა თქვან. არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მთელი სასამართლო სისტემა „კლანის“ ცალსახა მორჩილი იყოს“,- განაცხადა წიქარიშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის არამოსამართლე წევრად დანიშვნას, როგორც წიქარიშვილი მიიჩნევს, პრეზიდენტმა, ამ შემთხვევაში, ღირებულებითი არჩევანი გააკეთა.

მისი თქმით, ის წლებია დგას ერთ გზაზე და ეს გზა არის სასამართლოს მორალურად გაჯანსაღების გზა.

„პირველ რიგში, მოსამართლეებმა უნდა აღიარონ, რომ სასამართლოში იყო და არის „კლანი“, რომელიც ასრულებდა წინა ხელისუფლების დავალებებს და ახლა, ასრულებს მოქმედი ხელისუფლების დავალებებს. მეორე- თუ იქნება კეთილი ნება, „კლანის წევრები“, რომელშიც იგულისხმება წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ყოფილი პროკურორების ჯგუფი და რომელიც 2007 წლიდან მართავს სისტემას, „კლანის“ ჯგუფი, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს სისტემიდან“ , - განაცხადა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ამასთან, მან ისაუბრა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ინფორმაციის საჯაროობის თვალსაზრისით საზოგადოებისთვის ბევრი კარი დახურულია, საბჭოს სხდომაზე საზოგადოების დასწრება ჭირს. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მხრიდან ყველა კანონდარღვევა უნდა მოგროვდეს და ყურადღება გამახვილდეს. წიქარიშვილის თქმით, ის ხმამაღლა დაიწყებს საუბარს საბჭოს კანონდარღვევებზე, რომელიც ეხება იმას, რომ საბჭოს სხდომა გახსნილი არ არის, დღის წესრიგი წინასწარ არ ქვეყნდება და ა.შ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე