„მედიის თავისუფლების კოალიცია“ - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს - ვგმობთ ნებისმიერი სახის დაშინებასა და ძალადობას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე

მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) ხელმომწერი წევრები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების გამო, - ამის შესახებ „მედიის თავისუფლების კოალიციის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს 25 ქვეყანა აწერს.

განცხადების თანახმადვე, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მიღებული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს.

„მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) ხელმომწერი წევრები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების გამო.

ახლახან მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს. ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ უცხოური წყაროებიდან მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ ორგანიზაციებად, რომლებიც „უცხო ძალის ინტერესებს ემსახურებიან“. ეს გავლენას მოახდენს ბევრ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო ჩართულობაში, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერაში და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ადვოკატირებაში. ამგვარი „უცხოური აგენტის“ იარლიყი, შესაძლო მკაცრ ფინანსური ჯარიმებთან ერთად, სერიოზულად შეარყევს მათ საქმიანობასა და უარყოფითად იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლებაზე.

ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის, მათ შორის მოახლოებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის. დამოუკიდებელი, კრიტიკული ჟურნალისტიკა თავისუფალი, ინკლუზიური და დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი საფუძველია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ასევე მედიის თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის საფუძველია.

გარდა ამისა, ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუდმივი მუქარების, ფიზიკური თავდასხმებისა და ქონების განადგურების გამო. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის დაშინებასა და ძალადობას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ისინი ეფექტური და სტაბილური დემოკრატიის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ.

მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) წევრი ქვეყნები ყოველთვის დაიცავენ გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ხელმომწერი წევრები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და განაგრძობენ მათ მხარდაჭერას დემოკრატიული მომავლის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისკენ სწრაფვის გზაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის ხელმომწერი 25 ქვეყანაა, მათ შორის: ავსტრალია, ბელგია, კანადა, ჩილე, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, კოსოვო, ლატვია, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები.

განცხადების ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ ბმულზე: https://mediafreedomcoalition.org/joint-statement/2024/transparency-law-georgia/

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის