ლაკბეს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მელიორაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 3,6 მლნ ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

„საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ მასშტაბურ სამუშაოებს. ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე პროექტი წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს; ამავდროულად, პროექტის ფარგლებში, წყალსაცავის მოცულობა დაახლოებით 600 000 კუბით გაიზარდა, რაც, განსაკუთრებით გვალვიან პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია წყალსაცავზე მიბმული მიწის ფართობების წყლით უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოვიზიდეთ უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიციები, დაახლოებით 300 მილიონ დოლარზე მეტი, 4 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისგან. აღნიშნული ინვესტიცია მოემსახურება ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მომავალ წელს სამუშაოები იქნება მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერისთვის, როგორც მათი პროდუქტიულობის, ასევე, მოსავლის ხარისხის ზრდის კუთხით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გელა სამხარაულმა კახეთის რეგიონში სამელიორაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წელს, მიმდინარე ეტაპზე, დაახლოებით 37 მილიონი ლარის 14 პროექტი ხორციელდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ბოლო პერიოდში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით, წყლით უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა.

ლაკბეს წყალსაცავზე ჩატარებული სამუშაოები მის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რაც ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს; შედეგად, 2755 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია