დავით მათიკაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებებზე - ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტი, სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთა გაერთიანებით, თუ განცალკევებით ჯამი არ იცვლება

ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ანასხლეტი, სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთა გაერთიანებით, თუ განცალკევებით, საბოლოო შედეგი, ჯამი არ იცვლება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა "ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი კონფიგურაცია, საბოლოო ჯამში, "ნაცმოძრაობის" მიერ მიღებული ხმების შედეგს არ ცვლის.

"ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ანასხლეტი, სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთა გაერთიანებით, თუ განცალკევებით, საბოლოო შედეგი, ჯამი არ იცვლება, რაც 2024 წლის 26 ოქტომბერს კვლავაც იქნება გაცხადებული. პარტიებს შორის ასეთ გაერთიანებებს და დაშორებებს ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებით. საბოლოდ, ერთი რაც ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ნებისმიერი ასეთი კონფიგურაცია, საბოლოო ჯამში, კოლექტიური "ნაცმოძის" გაერთიანებისკენ იქნება მიმართული თუ დაშლისკენ, საბოლოოდ, "ნაცმოძრაობის" მიერ მიღებული ხმების შედეგს არ ცვლის. ის რა თქმა უნდა, დაბალ ნიშნულზე იყო და არის, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!