თეონა აქუბარდია რატი იონათამიშვილს - როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა!

ბატონო რატი, თქვენგან შეურაცხყოფას მიჩვეული ვარ და როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა! - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ “ამნისტიის შესახებ “კანონპროექტზე მომხსენებელს, დეპუტატ რატი იონათამიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას სიტყვა ჩამოართვა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გრეტა წიწავამ კი, მას “უზნეო“ უწოდა.

“თუ პატიმრები არ გაინტერესებს, კორექტულად მაინც მოიქეცი!“ - მიმართა წიწავამ აქუბარდიას.

“ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვისას აქუბარდიამ განაცხადა, რომ ამნისტია ზონდერებს ეხებათ, მაგრამ არ ეხება “რუსული კანონით“ დაზარალებულებს, რომლებიც კანონის მიღებას მშვიდობიანად აპროტესტებდნენ და დღეს ზოგი დაჯარიმებულია, ზოგი - ბრალდებული, ზოგი - დაკავებული. გარდა ამისა, როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, მინიმალურია იმ მუხლების რაოდენობა, რომელზეც ადამიანები ციხეში სხედან.

პასუხად იონათამიშვილმა აქუბარდიას “არაკომპეტენტური“ უწოდა და კოლეგას მიმართა, რომ მას რომ პროექტი წაკითხული ჰქონდეს, ასეთ კითხვებს არ დასვამდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება