ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ უხერხემლო პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას ნიშნავს, რუსული ცრუ პროპაგანდაა - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უცვლელი დარჩება

„ქართული ოცნების“ უხერხემლო პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა ნიშნავს შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლას ისეთი ანტიდემოკრატიული რეჟიმების მიმართ როგორიც “ქართული ოცნებაა,” ეს არის რუსული ცრუ პროპაგანდა, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საპრეზიდენტო რბოლაში, რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს თუ დემოკრატების კანდიდატი შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უცვლელი დარჩება.

„ჯო ბაიდენის განცხადებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის საკუთარ კანდიდატურას მოხსნის და მხარს დაუჭერს კამალა ჰარისის კანდიდატურას. მთავარი არის ერთი რამ, მიუხედავად იმისა, რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს თუ დემოკრატების კანდიდატი საპრეზიდენტო რბოლაში, შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დარჩება უცვლელი. შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით.

"ქართული ოცნების" უხერხემლო პროპაგანდა, რომელიც ემსახურება ადამიანების შეცდომაში შეყვანას თითქოს, რესპუბლიკელების კანდიდატის დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა ნიშნავს შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლას ისეთი ანტიდემოკრატიული რეჟიმების მიმართ როგორიც არის “ქართული ოცნება” ეს არის რუსული ცრუ პროპაგანდა.

შეერთებული შტატების დამოკიდებულება ასევე უცვლელი იქნება რუსეთის მიმართ იმიტომ, რომ რუსეთში არის კორუმპირებული, ავტოკრატიული რეჟიმი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ "მეგობარი აქტი", რომელიც ახლა განიხილება კონგრესში, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ დაინიცირდა და ეს აქტი გულისხმობს "ქართული ოცნების" წამყვანი პირების მიმართ მკაცრ ფინანსურ და სხვა ტიპის სანქციებს. შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება ძალიან კატეგორიული ანტიდემოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით“, - წერს ჯაფარიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში