რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილმა როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საპრეზიდენტო კამპანია უნდა დაიწყოს - საპრეზიდენტო კამპანიის დაწყება ოპოზიციურ ფლანგს ახალ დინამიკას მისცემს

სალომე ზურაბიშვილმა როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საპრეზიდენტო კამპანია უნდა დაიწყოს - საპრეზიდენტო კამპანიის დაწყება ოპოზიციურ ფლანგს ახალ დინამიკას მისცემს, - ეს მოსაზრება მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ გამოთქვა.

გოცირიძის აზრით, ზურაბიშვილის საარჩევნო პროცესში იმ პროგრამით მონაწილეობა, რაც ქარტიაშია გაწერილი, ოპოზიციურ ფლანგზე მეტი სიცოცხლის შემტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

მისივე განცხადებით, ძალიან კარგი და საჭიროა ოპოზიციის რაც შეიძლება მეტად გამსხვილების პროცესი.

"გამოიკვეთა ოთხი პოლიტიკური ბლოკის შემკვრელი სტრუქტურა. ეს უკეთესია ვიდრე მეტი დაქსაქსულობა, თუმცა ოპოზიციური ფლანგის მეტი გამსხვილება კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

უკეთესი იქნება თუ ოპოზიციური ფლანგი ორი დიდი კოალიციის შეკვრას მოახერხებს. ჯერ არის დრო და თითოეულ ბლოკს შეუძლია გარეთ დარჩენილი პარტიებით, პოლიტიკური ჯგუფებით და ცალკეული პოლიტიკურად აქტიური პირებით გაძლიერდნენ.

არ უნდა მოხდეს ისე, რომ გარეთ დარჩეს რომელიმე პარტია, რომელსაც თუნდაც ნახევარპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს - ერთმა ან ორმა პროცენტმა შეიძლება ბევრი რამ გადაწყვიტოს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება