პაატა მანჯგალაძე ერთობის შესახებ გიორგი ვაშაძის მოწოდებაზე ბექა ლილუაშვილის პასუხს შეუფერებელსა და „პრიმიტიულ კინკლაობას“ უწოდებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ერთობის შესახებ გიორგი ვაშაძის მოწოდებაზე ბექა ლილუაშვილის პასუხს შეუფერებელსა და „პრიმიტიულ კინკლაობას“ უწოდებს.

როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთობაზე საუბრისას მთავარი მოტივაციაა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ხმები ბარიერს მიღმა არ დარჩნენ.

„როდესაც გიორგი ვაშაძე და ჩვენი ნებისმიერი წარმომადგენელი ლაპარაკობს, რომ აუცილებელია, ოპოზიციური პარტიების ერთობა, მთავარი მოტივაციაა, რომ ოპოზიციურად, საპროტესტოდ განწყობილი ხმები ბარიერს მიღმა არ დარჩეს. სხვა მოტივაცია ჩვენ არ გვაქვს სიკეთის და პოზიტივის გარდა. როდესაც ასეთ პასუხს იღებ, ეს შეუფერებელია. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ერთიანობა კარგია და შენ ასეთ რაღაცას პასუხობ, ამას პრიმიტიული კინკლაობის ელფერი აქვს. თვითონ გადაწყვიტონ, სად ჯობს, მთავარია, რომ ბარიერს მიღმა არ დარჩნენ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ პარტიებს - „ლელოს" და "გახარია საქართველოსთვის" გაერთიანებისკენ მოუწოდა, რაზეც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ „თუ გიორგი ვაშაძეს რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს“.

„ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა! ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას”,- განაცხადა ლილუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა