რომან გოცირიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ახალი ხელისუფლება სანაგვეში გადააგდებს - კანონის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული

ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ახალი ხელისუფლება მაინც გადააგდებს სანაგვეში,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა.

მისივე თქმით, კონსტიტუციით მონიჭებული უფლება ყოველთვის უნდა გამოიყენოს ადამიანმა.

„ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი. შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რა აზრი აქვს სარჩელის შეტანას, როდესაც სასამართლო მთლიანად არის მართული "ქართული ოცნების" მხრიდან, მაგრამ ამ ლოგიკით, მაშინ არავითარი აზრი არ ჰქონდა პროტესტს რუსული კანონის მიმართ გასულ წელს, როდესაც იძულებული გახდა „ქართული ოცნება“, რომ უკან გაეწვიათ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამ კანონს ახალი ხელისუფლება მაინც გადააგდებს სანაგვეში. კონსტიტუციით მონიჭებული უფლება ყოველთვის უნდა გამოიყენოს ადამიანმა“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა. ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს.

კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო სექტორმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება