ლაშა ბაქრაძე - „ოცნებას“ ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია ის, რაც ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს

„ოცნებას“ ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის განმარტებით, ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მიუღებელია და ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებაა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო მიიტაცა. არც ვერტიკალურად, არც ჰორიზონტალურად ხელისუფლების დანაწილება საქართველოში აღარ არსებობს. „ოცნებას“ ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია, ის რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს.

ეს კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ფაქტობრივად, ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ ვდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს. ისეთ ქვეყანას, როგორიც დღეს სამწუხაროდ, საქართველოა, არანაირი შანსი არ აქვს ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად იყოს და ევროპის კავშირის წევრი გახდეს.

ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და ეს უაღრესად ცუდი ნიშნებია. თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ჩვენ ავტორიტარულ სახელმწიფოს მივიღებთ და ფაქტობრივად, არანაირი დემოკრატიული სტრუქტურები ამ ქვეყანაში არ გვექნება. ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მიუღებელია, ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება“, - განაცხადა ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის