გურამ მაჭარაშვილი - ამერიკის პრეზიდენტის განკარგულება შეჩერებული აქვს ამერიკის სასამართლოს და ზურაბიშვილი რომელი ფარაონი მყავს, რომ სასამართლომ მისი სამართლებრივი აქტი ვერ შეაჩეროს?!

ამერიკის პრეზიდენტის განკარგულება შეჩერებული აქვს ამერიკის სასამართლოს და ზურაბიშვილი რომელი ფარაონი მყავს, რომ სასამართლომ მისი სამართლებრივი აქტი ვერ შეაჩეროს?! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

მისივე თქმით, სასამართლოს შეუძლია პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის შეჩერება და „კონსტიტუციას წაკითხვა უნდა“.

„ვინ არის ახლა ზურაბიშვილი, ან რა უფლებები აქვს ისეთ, რომ მისი სამართლებრივი აქტის შეჩერება არ შეეძლოს სასამართლოს? სად წერია ეს? კონსტიტუციას უნდა წაკითხვა, ნორმალურად! როგორც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის კანონი და კანონის შესაბამისი მუხლი გააუქმოს, ასევე შეიძლება პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი შეაჩეროს სასამართლომ. შეერთებული შტატები არის საპრეზიდენტო ინსტიტუტის ყველაზე ძლიერი მაგალითი და ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის პრეზიდენტის განკარგულება შეჩერებული აქვს ამერიკის სასამართლოს და ზურაბიშვილი რომელი ფარაონი მყავს, რომ მისი სამართლებრივი აქტი ვერ შეაჩეროს სასამართლომ?“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე