შემოსავლების სამსახური - ბათუმის აეროპორტში 133 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის გატანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში "ბათუმის აეროპორტი" დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის უკანონო გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის/შემოწმების გავლისას, სამგზავრო ჩანთაში ოქროსა და ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს.

„აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირების შემდგომ, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით, საავიაციო უშიშროების წარმომადგენლებმა, სამართალდარღვევის შესახებ, მყისიერად მიაწოდეს ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. რის შედეგადაც, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრების მიერ, გამოვლინდა საერთო ჯამში - 133 125,24 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ზოდები, ასევე შენადნობის სახით დამზადებული ოქროს ფირფიტები (ოქროს საერთო წონა 560,78 გრამი, ხოლო ვერცხლის 6 230 გრამი).

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მწვანე დერეფნის გავლით ისე დატოვეს საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის'' საბაჟო კონტროლის ზონა, რომ არ მიუმართავთ უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრისთვის და არ განუხორციელებიათ სავალდებულო დეკლარირება.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დეკლარირების მიზნით საკმარისია მგზავრმა მიმართოს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომელს და განახორციელოს შესაბამისი საქონლის სავალდებულო დეკლარირება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის