„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - შსს-თვის მიყენებული 400-ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს - ორგანიზაცია მზადაა, მათ გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს

შს სამინისტროსთვის მიყენებული 400-ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს - შესაბამისად, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს, - ამის შესახებ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში" აცხადებენ.

მათივე განმარტებით, ორგანიზაციამ ბრალდებულების მიერ დაზიანებული ჯებირის საფასური უკვე აანაზღაურა.

„დღეს, მოსამართლე ნათია გუდაძე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილისა და 23 წლის საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე.

პროკურატურამ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული პროტესტის მონაწილეებს ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც უალტერნატივო სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკვე მესამე თვეა, ორი ახალგაზრდა, შსს-თვის 400 ლარიანი ზიანის მიყენების საბაბით პატიმრობაში იმყოფება.

მათ ბრალდების მხარე პროტესტის დროს პარლამენტის შენობის წინ აღმართული რკინის დროებითი კონსტრუქციის დაზიანებას ედავება.

ბრალდებულების ინტერესებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იცავს. ორგანიზაციამ 400 ლარიანი ზიანი, რაზეც სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარე მუდმივად აპელირებდა, უკვე აანაზღაურა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო, მათ შორის, ითვალისწინებს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. ბრალდების არსიდან, ბრალდებულების ასაკიდან, პიროვნებიდან და მოსალოდნელი უსამართლო სასჯელიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ორი ახალგაზრდის მხარდაჭერის სურვილი. შესაბამისად, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს.

პირადი თავდებობა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახეა, რომლითაც სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებას”, - აცხადებენ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში".

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის