ვალერი ჩეჩელაშვილი - ილუზია, რომ კიდევ შესაძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ გამოასწოროს ურთიერთობები პარტნიორებთან, კონგრესში განხილვამ სრულიად გაფანტა

თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ კიდევ შესაძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ გამოასწოროს ურთიერთობები ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-სთან, ეს ილუზიები კონგრესში გუშინდელმა განხილვამ სრულიად გაფანტა, - ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, კონგრესმენების ასეთი მკვეთრი შეფასებები ნათლად აჩვენებს, რომ პრობლემა არის არა „ომში ან მშვიდობაში“, არამედ იმაში, რომ „ქართული ოცნების“, პარტიის ფასეულობათა სისტემა განსხვავდება დასავლური პოლიტიკური კლასის ფასეულობათა სისტემისგან.

„ასეთი ხისტი განცხადებები ადრე არ გვინახავს: „უხეირო დიქტატორი“, „პრორუსული ქართული ოცნება“ - ასეთ შეფასებებს პოლიტიკოსები ძალიან იშვიათად აკეთებენ. განსაკუთრებით აშშ-სა და ევროპაში, სადაც პოლიტიკური კულტურის სტანდარტები მაღალია.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დაცვის გამო „ქართული ოცნება“ ანტიდასავლური ნარატივების კალაპოტში გადავარდა. სხვათა შორის, ბატონი ჯოშუა ჰაკი პირდაპირ ამბობს, რომ ეს კანონი პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ მოახდინონ სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება და დეზინფორმაციული და ყალბი შეტევა განახორციელონ დასავლეთსა და აშშ-ზე. ასეთი მკვეთრი შეფასებები ნათლად აჩვენებს, რომ პრობლემა არის არა ომში ან მშვიდობაში, არამედ იმაში, რომ „ქართული ოცნების“, როგორც მმართველი პარტიის ფასეულობათა სისტემა არის აბსოლუტურად განსხვავებული იმ ფასეულობებთან, რომლითაც ხელმძღვანელობს ამერიკის და ევროპის პოლიტიკური კლასი“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მისი თქმით, შექმნილია პოლიტიკური ვითარება, როცა ერთ მხარეს დგას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ხოლო მეორე მხარეს 15-20 ევროპული დედაქალაქი და ვაშინგტონი.

„ვისთანაც „ქართულ ოცნებას“ თითქოს ურთიერთობების გამოსწორება უნდა, ის ქვეყნები ეუბნებიან, რომ არ გამოვა ეს ასე, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ დაშვებული ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომები, ამ შეცდომების გამოსწორების გარეშე, ეს არ გამოვა. ამას ეუბნება აბსოლუტურად ყველა ერთი-ორი ადამიანის გამოკლებით. ეს ერთი-ორი ადამიანი არის ვიქტორ ორბანი და თეორიულად შეიძლება იყოს ფიცო. ორბანის გარდა, აბსოლუტურად ყველა დედაქალაქი ერთი და იგივე სინქრონულ გზავნილს აცნობს „ქართულ ოცნებას“ და ეს დამაფიქრებელია. ერთ მხარეს არის ბატონი ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს 15-20 ევროპული დედაქალაქი და ვაშინგტონი“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო