მაია ბითაძე - სალომე ზურაბიშვილი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი - მინდა ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული იყოს სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით პრეზიდენტად ყოფნისგან

სალომე ზურაბიშვილი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი დღეს - მინდა ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული იყოს სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით პრეზიდენტად ყოფნისგან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ჰქონდა.

"სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ერთს ვიტყვი, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ეს ქალბატონი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი დღეს. საქართველოს პრეზიდენტი არის მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა "ქართული ოცნების" მხარდაჭერა. თუ მას უნდა, რომ მეორე ვადით იყოს საქართველოს პრეზიდენტი, კარგად უნდა დაინახოს ის, რომ თუ მისი მხარდამჭერები იქნებიან აბსოლუტურად საფუძველმოკლებული, ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული რადიკალები, მას არანაირი გარანტია არ აქვს, ამ ქვეყნის პრეზიდენტობისა. მინდა ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული იყოს საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით სალომე ზურაბიშვილის ყოფნისგან," - განაცხადა ბითაძემ.

გარდა ამისა, მმართველი გუნდის დეპუტატმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიგონა.

"ინფორმაცია ბატონი ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით არის ინფორმაცია, რომელიც მოიგონა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ," - განაცხადა ბითაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება