2985 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები „მზიანი ველისგან“ - 2024 წელს განხორციელებული პროექტები

მომავლის ტექნოლოგია, რომლის დანერგვაც ენერგოდამოუკიდებლობას მოგანიჭებთ - ეს მზის ელექტროსადგურია, რომელსაც მზის ელექტროსადგურების დეველოპერი კომპანია „მზიანი ველი“ უახლესი მიდგომებისა და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით შეგირჩევთ, პროექტს შექმნის, დაგიმონტაჟებთ და მონიტორინგს გაუწევს. კომპანია წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს და მის ანგარიშზე უკვე არის ელექტროსადგურები, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 3 მეგავატია. „მზიანი ველის“ თანამშრომლებმა კვალიფიკაცია ისეთ ქვეყნებში აიმაღლეს, სადაც ინდუსტრია შედარებით უფრო წინ დგას. ეს გახლავთ გერმანია, ესპანეთი და თურქეთი.

2024 წელს „მზიანი ველის“ მიერ განხორციელებული პროექტებია:

  • 522 კვტ. სიმძლავრის სადგური საწარმო „კოლორ ჯგუფის“ სახურავზე

სპეციალისტებმა „კოლორ ჯგუფის“ სახურავზე 522 კვტ. სიმძლავრის სადგური რვა განსხვავებული ტიპისა და დახრილობის სახურავზე განვათავსეთ, გამოვიყენეთ Trina Solar-ის შავ ჩარჩოიანი პრემიუმ ხარისხის მზის პანელები, რამაც შენობების საერთო ექსტერიერიც რამდენადმე გააუმჯობესა. სადგური წელიწადში 620 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

  • 500 კვტ სიმძლავრის სადგური „კრიალას“ საწარმო

სახურავი მცირე დახრილობისაა, რის გამოც „მზიანი ველის“ სპეციალისტებმა სადგურზე განათავსეს სპეციალური ციფრული კამერები და წყლის სახურავზე ასაყვანი სისტემა, რომელთა საშუალებით მარტივად შესამჩნევია პანელების დაბინძურების დონე და სწრაფადვე ხდება რეცხვა, რათა ენერგიის მაქსიმალური გენერაცია შენარჩუნდეს.

სადგური წელიწადში 650 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

  • გორში განხორციელებული სამი 36 კვტ. სიმძლავრის სადგური

აღნიშნული სადგურები, მფლობელებს საშუალებას აძლევს, სრულად გაანულონ ელექტროენერგიის ხარჯი არამარტო მცირე საწარმოებში, რომელთა სახურავებზეც განთავსდა პანელები, არამედ ვირტუალური ნეტო აღრიცხვის საშუალებით საკუთარ კორძო სახლებშიც. თითოეული სადგური წელიწადში 42 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

  • თბილისში, კერძო სახლის სახურავზე განთავსებული 23 კვტ. სიმძლავრის სადგური

სადგური გამოირჩევა სპეციალური წამოსაწევი კონსტრუქციით, რომლის მონტაჟისას არ ხდება სახურავის ზედაპირის გახვრეტა. კონსტრუქცია მაგრდება სპეციალური სიმძიმეების საშუალებით. მსგავსი ტიპის კონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს, მზის პანელები დამონტაჟდეს ყველაზე ეფექტური დახრილობითა და მიმართულებით. სადგური წელიწადში 28 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

  • 15 კვტ. სიმძლავრის სადგური ქუთაისში

სადგური გამოირჩევა მზის პანელების განთავსების სპეციფიკით, კომბინირებულია სახლის სახურავსა და საცურაო აუზის თავზე, სადგური წელიწადში 18 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

  • „მზიანი ველის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი - 1020 კვტ-იანი სადგური კომპანია „პოლიგრაფჰაბის“ 12 განსხვავებულ სახურავზე

სადგურის მონტაჟისას „მზიანმა ველმა“ გამოიყენა Trina Solar-ის სრულად შავი მზის პანელები, რომელიც დიზაინსა და ეფექტურობაში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სადგური ყოველწლიურად 1350 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

„მზიანი ველის“ დირექტორის ნიკა ბარიშვილის ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით მზის ელექტროსადგურების 90%-ზე მეტი კომერციულ ობიექტებზე მოდის. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ძირითად შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის სხვაობაა - ბიზნეს სექტორი გაცილებით ძვირს იხდის ელექტროენერგიაში.

„ელექტროსადგურის მონტაჟის ფასები განისაზღვრება ინდივიდუალურად პროექტების ტიპის, სიმძლავრისა და სირთულის მიხედვით. ასევე, პროექტში გამოყენებული კომპონენტების მიხედვით რომლის არჩევის საშუალებასაც ჩვენი კომპანია მომხმარებელს აძლევს დეტალური კონსულტაციის შემდეგ. ფასები განისაზღვრება სადგურის სიმძლავრის მიხედვით ამ ეტაპზე მზის ელექტროსადგურის აშენება დიდი სადგურის შემთხვევაში ერთი კილოვატი 400-500$-ის ფარგლებშია, პატარა სადგურის შემთხვევაში 500-600$-ის ფარგლებში. მოცემული ფასი მოიცავს სრულ სადგურს, მონტაჟს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ მონიტორინგსა და 3 წლიან სერვისის გარანტიას ჩვენი კომპანიის შემთხვევაში. პროდუქციის მიმართულებით ვთანამშრომლობთ მზის პანელების მწარმოებელ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანია Trina Solar-თან, ასევე Longi-სა და JA Solar-თან,“ - განმარტა ნიკა ბარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ Trina Solar-ის პანელებზე ვრცელდება მწარმოებლის ყველაზე ხანგრძლივი, 15 წლიანი გარანტია. „მზიანი ველის“ შეთავაზების პაკეტში საწყისშივეა ჩადებული მომხმარებლისთვის სადგურის ჩაბარების შემდგომ 6-თვიანი მონიტორინგი, როგორც ყოველდღიურად, ონლაინ რეჟიმში, ასევე, ადგილზე ინჟინრის ვიზიტითა და სხვადასხვა სატესტო შემოწმებით. ასევე, სადგურზე ვრცელდება 3-წლიანი სერვისის გარანტია, ნებისმიერი გაუმართაობისა და ხარვეზის შემთხვევაში.

მომავლის ენერგია დღეს! ენდე გამოცდილებას, გაუსწარი დროს.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში