რომან გოცირიძე - სუს-ში დაწყებული გამოძიება რიგით მე-12 სერიაა და ამ შემთხვევაში ერთმანეთშია შერეული ბოდვა, ტყუილი და ვირეშმაკობა

"ქართული ოცნება" ასლან აბაშიძის ბოდვაში გადავარდა - ასლან აბაშიძე 90-იანი წლებიდან მოყოლებული თბილისში არ ჩამოდიოდა, რადგან ეგონა, რომ თბილისში მას ააფეთქებდნენ, ხოლო აჭარაში გაძლიერებული დაცვით დადიოდა, რადგან ეშინოდა, იქაც არ მოეკლათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიება რიგით მე-12 სერიაა და ამ შემთხვევაში ერთმანეთშია შერეული ბოდვა, ტყუილი და ვირეშმაკობა.

გოცირიძის თქმით, თუ "ქართულმა ოცნებამ" წინა საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა ლოზუნგით "გარეჯი საქართველოა", ამ არჩევნების ჩატარება სურთ ლოზუნგით - "ბიძინას გვიკლავენ!"

"ქართული ოცნება" უზნეო და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს არ ეშვება. დასავლელი მეგობრების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ სიცრუეა გლობალური ომის პარტიისა და ომში ჩათრევის შესახებ რიტორიკა, რასაც "ქართული ოცნება" დასავლეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის იყენებს, ასეთი შინაარსის რიტორიკა მაინც გრძელდება. ამას აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ დაემატა, რომ თურმე ვიღაცები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს აწყობენ.

ასლან აბაშიძის ბოდვაში გადავარდნენ. კარგად მახსოვს, ქობულეთში პარლამენტის შეხვედრა გაიმართა. როდესაც ასლან აბაშიძე მოვიდა, იმ დარბაზისთვის, სადაც მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ვისხედით, აბაშიძის ავტომატიან დაცვას ალყა ჰქონდა შემორტყმული.

აბაშიძეს ასეთი ბოდვა ახასიათებდა, მაგრამ ესენი უფრო ვერაგულად იქცევიან - ესენი ლუკაშენკოსავით ვირეშმაკულად იქცევიან. ლუკაშენკო აცხადებდა, რომ მას ოპოზიცია კლავს, ოღონდ ამ ტყუილს იგონებდა.

ბიძინა ივანიშვილს, ალბათ, მართლა ჰგონია, რომ მას ვიღაცა კლავს. აგერ, პარტიის ყრილობაზე პირბადით მივიდა, რადგან, ალბათ, ფიქრობს, რომ ვინმემ შეიძლება ვირუსები შეუშვას. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში უდიდესი შვეიცარიული ბანკი გლობალური ომის პარტიამ იმის გამო გააკოტრა, რომ ბიძინა ივანიშვილის 200 მილიონი დაკარგულიყო - თურმე შვეიცარიულმა ბანკმა მილიარდები ივანიშვილის გამო დაკარგა, რადგან ივანიშვილმა რუსეთს მეორე ფრონტი არ გაუხსნა...

ასეთ რამეს მხოლოდ ავტორიტარული, ავადმყოფი რეჟიმის წარმომადგენლები იგონებენ!

"ქართული ოცნება" ქვეყნის მომავლისათვის ძალიან საშიში ძალაა - ის უნდა დამარცხდეს! ეს უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი სამ თვეში მმართველობას უნდა ჩამოსცილდეს. სამ თვეში უხეირო, კომიკური და მოღალატეობრივი რეჟიმი დასრულდება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება