ალუდა ღუდუშაური - ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს, მაგას განახებთ არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილთან მისი დატოლება მათ კომიკურ სიტუაციაში აგდებთ - ოგბუნუჯუსთან დატოლდნენ და დარწმუნებული ვარ, ოგბუნუჯუ დაამარცხებს ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს მაგას განახებთ, არჩევნებზე როდესაც დააყენებენ. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან დატოლება თუ საპირწონედ თითქოსდა წარმოჩინება, ტოლობის ნიშნის დასმა არის არარელევანტური და კომიკურ სიტუაციაში აგდებს მას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერი ოპონენტი დაამარცხებს.

„სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს სურვილი, რომ პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი გაერთიანებული ოპოზიციიდან თუ არ აქვს მნიშვნელობა საიდან, ნებისმიერი წარმომადგენელი დაამარცხებს. მე გეტყვით, რომ როგორც ვაშაძე დაამარცხა ოგბუნუჯუმ, ხომ გახსოვთ, აი, ისე ოგბუნუჯუსთან დატოლდნენ და დარწმუნებული ვარ, ოგბუნუჯუ დაამარცხებს სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს