გიორგი ფანგანი EU4Energy-ის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ქ. ბერლინში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა (EnCS) და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში, რომელიც შეეხებოდა სუფთა ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ განაწილების სისტემის ოპერატორების ფუნქციებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ფანგანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის მიმდინარეობა და სუფთა ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული რეგულაციების ჰარმონიზაციის პროცესი.

„რეგიონული შეხვედრა გაიმართა EU4Energy-ის პროექტის - „სუფთა ენერგიაზე ტრანზიციის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის მარეგულირებელი კომისიებისა და სისტემის ოპერატორების წარმომადგენლები.

გიორგი ფანგანთან ერთად სემეკიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თორნიკე აფრიაშვილი და მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი დიდებაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება